ფეხბურთი

10:55 | 10.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სპარტას" სათადარიგო გეგმა - გურამ კაშია

არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია, შესაძლოა პრაღის “სპარტაში” ვიხილოთ. იტალიური გამოცემა Calciomercatoweb.com-ის ინფორმაციით, ჩეხური გუნდი ცენტრალური მცველის დამატებას გეგმავს და ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ გურამს განიხილავს – თუმცა, სათადარიგო ვარიანტად.

საქმე ისაა, რომ “სპარტამ” უკვე მიაღწია შეთანხმებას “უდინეზეს” ფრანგ მცველ ტომას ჰეტროსთან და ახლა ცდილობს იტალიური კლუბი დაიყოლიოს ტრანსფერზე. თუ, ფრიულელები ჰეტროს გასხვისებაზე უარს იტყვიან, მაშინ “სპარტა” სწორედ კაშიას ტრანსფერზე დაიწყებს მუშაობას.

ამავე წყაროს ცნობით, კაშიასა და ჰეტროს გარდა, პრაღელებს მიგელ ბრიტოსის ვარიანტიც აქვთ, რომელიც ინგლისურ “უოტფორდში” თამაშობს.

შეგახსენებთ, გურამ კაშია “ვიტესში” 2010 წლიდან მოყოლებული თამაშობს და გუნდის კაპიტანია. გასულ სეზონში არნემელებმა ჰოლანდიის თასი მოიგეს და შესაბამისად, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში უკვე გარანტირებული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110818