ფეხბურთი

16:23 | 9.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართული გოლები: სირბილაძე, შერგელაშვილი

ფინეთის რანგით მეორე ლიგაში ირაკლი სირბილაძის "კოკოლამ" შინ 3:0 მოუგო "ჰონკას" და სამქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. მეორეზე კი სწორედ "ჰონკაა". ერთი გოლი სირბილაძემ მიითვალა, კერძოდ, 43-ე წუთზე 2:0 გახადა ანგარიში.

34 წლის ქართველი ფორვარდისთვის ეს მეორ გოლია ჩემპიონატში - 10 მატჩი ჩაატარა.

ლატვიის თასის მერვედფინალში რფს-ის მარცხენა მცველმა ლაშა შერგელაშვილმა გაიტანა. ეს "ოლაინესთან" გასვლაზე. საინტრესოა, რომ ძირითადი უგოლოდ დასრულდა, დამატებითი კი - 0:4. შერგელაშვილმა გუნდის რიგით მესამე გოლი მიითვალა.

შეგახსენებთ, ლაშა "სამტრედიადან" გადავიდა ლატვიის კლუბში. მან წლეულს საქართველოს ეროვნული ნაკრების ამხანაგურ მატჩებშიც ითამაშა.

Loading...
0.113714