ჭადრაკი

23:44 | 8.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს

ბათუმი რიგით მესამე საერთაშორისო სჭადრაკო ფესტივალს, ,,ბათუმის მერიის თასის’’ გათამაშებას მასპინძლობს, რომელშიც დიდებთან ერთად ნორჩი მოჭადრაკეებიც მონაწილეობენ.

ასაკისა და კატეგორიებიდან გამომდინარე, ფესტივალის მონაწილე მოჭადრაკეები რამდენიმე ჯგუფად არიან დაყოფილნი. ყველაზე წარმომადგენლობითი A კატეგორიის ტურნირია, რომელშიც ათზე მეტი ქვეყნის 375 მოჭადრაკე მონაწილეობს.

ტურნირის ორგანიზატორები არიან საჭადრაკო კლუბი ,,ნონა’’, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102018