ჭადრაკი

23:10 | 8.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისმა სამოყვარულო ტურნირს უმასპინძლა

ჭადრაკში ქუთაისმა ტრადიციულ სამოყვარულო ტურნირს უმასპინძლა, რომელიც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა.

ამ ტურნირს ორგანიზება ქალაქ ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციამ გაუწია. ასპარეზობაში მონაწილეობის მსურველი საზოგადოება სამ კატეგორიად იყო დაყოფილი. ჭადრაკის მოყვარული ქალები, კაცები და პროფესიონალები.

საბოლოოდ ტურნირში 50-ზე ცოტა მეტმა მოჭადრაკემ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. მათ შორის იყვნენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ამავე ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი და იმერეთის ჭადრაკის დედერაც იის პფრეზიდენტი ზაზა ლომინაძე. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა.

გთავაზობთ პრიზიორთა ვინაობას:

მოყვარული ქალები:

1.მაკა ლონდარიძე

2.ანა მარდალეიშვილი

3.ია ამბროლაძე

მოყვარული კაცები:

1.გოჩა დვალიშვილი

2.შოთა მურღულია

3.გენადი მარგველაშვილი

პროფესიონალები:

1.გიორგი სერჟანოვი:

2.ელგუჯა მორჩაძე

3.თამაზ სვანიძე

ტურნირის გამარჯვებულები ტელევიზორებით, ხოლო მეორე - მესამე ადგილებზე გასულები კი მობილური ტელეფონებით დააჯილდოეს. მეორე ადგილზე გასულმა მერმა, შოთა მურღულიამ მისთვის გადასაცემი ტელეფონი მეოთხე ადგილზე გასულ გულივერ ქარქაშაძეს დაუთმო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109864