ფეხბურთი

23:59 | 5.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიამ ჯგუფში პირველობა გაინაღდა 

პორტუგალიამ ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. ელიო სოუზას გაწვრთნილებმა 2:1 სძლიეს ჩეხებს და სულაც პირველი ადგილი გაინაღდა ჯგუფში. მეორე ადგილზე კი ან საქართველო გავა, ან ჩეხეთი. გიორგი ყიფიანის გუნდს მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს, იან სუხოპარეკის გაწვრთნილებს კი ფრეც დააკმაყოფილებთ.

აი, პორტუგალიელბს მესამეც რომ გაეტანათ, მაშინ ქართველები უკეთესი ბურთების შეფარდებით იქნებოდნენ და ჩეხებს დასჭირდებოდათ ჩვენებთან აუცილებლად მოგება.

ერთადერთი ანგარიში, რომელიც რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდებდა, ჩეხების 2:1 (ან 3:2, ან 4:3) გამარჯვება იქნებოდა. ამ შემთხვევაში, ბოლო ტურში ჩეხებთან ორი ბურთის სხვაობით მოგება გახდებოდა საჭირო.

პორტუგალიამ უკეთ ითამაშა და მთლიანობაში, ლოგიკურიც იყო, რომ სამი ქულა აიღეს. დროის უმეტეს ნაწილში სწორედ ელიო სოუზას გუნდი ფლობდა უპირატესობას. ჩეხები კონტრშეტევებზე უფრო იყვნენ ჩასაფრებულნი.

აქვე, გოლებზე დავწერთ: პორტუგალიელი კინა გაიჭრა მარცხნიდან, დაბალი პასი საჯარიმოში და მესაკემ ერთი შეხებით კარში გაგზავნა ბურთი - 0:1.

მალევე, ჩეხმა მარჯვენა მცველმა ჰოლიკმა ჩააწოდა მარჯვნიდან და მარტინ გრაიციარმა ვარდნაში მოახერხა დარტყმა - 1:1. სხვათა შორის, ეს ჩეხების მესამე გოლია ტურნირზე და სამივეჯერ ჰოლიკის ასისტენტობით.

ჰოლიკი შეტევაში ძლიერია, აი, დაცვაში კი მაინცდამაინც ვერ გამოირჩევა და პორტუგალიელებიც მეტწილად მისი ფლანგიდან ქმნიდნენ ხიფათს. პირველის მსგავსად, მეორე გოლიც მარცხნიდან განვითარებული შეტევით გაიტანეს სამხრეთელებმა: რაფაელ ლეაომ ჩააწოდა და რუი პედრუმ თავით შეაგდო - 1:2.

ბოლოს კი ჩეხებმა გაიტანეს, თანაც, ლამაზი გოლი. საჯარიმო დაინიშნა და ხალუსმა მოულოდნელად დაარტყა. ბურთი მაღალ კუთხში გავიდა და ჩეხები ზეიმობდნენ, მაგრამ გოლი გაუქმდა - თავისუფალი იყო და ხალუსმა პირდაპირ დაარტყა, ბურთს არავინ შეხებია.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი.AA ჯგუფი

თბილისი. "დავით პეტრიაშვილის" სტადიონი.

ჩეხეთი - პორტუგალია 1:2 (1:1)

ჩეხეთი: იედლიჩკა, ჰოლიკი, ხალუსი, ტიშლერი, გრანეჩნი, ხვეია, კრალი, ჰაველკა, სადილეკი, ჰლავატი (საშინკა 62), გრაიციარი (ტურინა 80)

მწვრთნელი: იან სუხოპარეკი

პორტუგალია: დიოგო კოშტა, დალო, დიოგო კეირუში, კონტე, პირესი, ჟოაო ფელიპე (ლეაო 69), მესაკე (პასი 90), მიგელ ლუიში, კინა (ფლორენტინო 77), კეირუში, რუი პედრუ

მწვრთნელი: ელიო სოუზა

გოლები: 0:1 მესაკე (35), 1:1 გრაიციარი (40), 1:2 რუი პედრუ (74)

გაფრთხილება: ჰაველკა, გრანეჩნი - დიოგო კეირუში

მსაჯი: ალი პალაბიიკი (თურქეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131786