ფეხბურთი

10:45 | 5.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 19-წლამდელები შვედეთთან მატჩს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას დღეს, შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. გიორგი ყიფიანის გუნდმა მატჩის წინ ს.კ ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა. განაცხადში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და შვედეთთან მატჩისთვის ემზადება.

გიორგი ყიფიანი: "ვაცნობიერებთ,რომ ეს შეხვედრა იქნება გადამწყვეტი, ფეხბურთელები როგორც პორტუგალიასთან იყვნენ საბრძოლო განწყობით, ასევე იქნებიან შვედეთთანაც და რა თქმა უნდა ჯგუფის ბოლო თამაშში ჩეხეთთანაც. მზადება მიმდინარეობს ჩვეულ რიტმში, უკვე გამოჯანმრთელდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც პირველ შეხვედრაში დაშავდნენ."

დღეს, ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურის ორი შეხვედრა გაიმართება:

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, 17.30
საქართველო-შვედეთი

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი 20:00
ჩეხეთი-პორტუგალია

ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფს, პირველი ტურის შემდეგ 3-3 ქულით ჩეხეთი და პორტუგალია ლიდერობენ.

მატჩებზე დასასწრები ბილეთები TKT.ge-ზე და და სტადიონის სალაროებში იყიდება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110476