კალათბურთი

15:54 | 4.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

დურანტმა “გოლდენ სტეიტთან” 53-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

28 წლის ფორვარდმა კევინ დურანტმა ”გოლდენ სტეიტთან” ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც კალათბურთელი 53 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

დურანტი 1 ივლისს თავისუფალი აგენტი გახდა და კლუბმაც მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე მალევე იზრუნა. კევინი ”გოლდენ სტეიტის” გაჩემპიონების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. ის ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

0.119607