ჭადრაკი

10:55 | 4.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანთა ტურნირი ზოლტან რიბლის გამარჯვებით დასრულდა

დასრულდა ვეტერან მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში, რომელსაც კასტელ-პლაჟა-დე-აპომ (ესპანეთი) უმასპინძლა.

აღნიშნულ ტურნირში სტაჟიანი გულშემატკივრებისათვის კარგად ნაცნობი მოჭადრაკეები, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ანატოლი კარპოვი (რუსეთი) და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები იან ტიმანი (ჰოლანდია), ზოლტან რიბლი (უნგრეთი) და ლუბომირ ლუბოევიჩი (სერბეთი) მონაწილეობდნენ.

ასპარეზობა წრიული სისტემით ოთხ წრედ, თორმეტ ტურად ჩატარდა. ყველაზე მეტი 6.5-6.5 ქულა რიბლიმ და კარპოვმა დააგროვეს. დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი რიბლის ერგო. 6.0 ქულის მქონე ტიმანი მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო ლუბოევიჩმა 5.0 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.

0.158247