ფეხბურთი

19:53 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U19: ინგლისმა ბულგარეთი დაამარცხა

საქართველოში მიმდინარე 19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს საქმეში B ჯგუფის გუნდებიც ჩაებნენ. პირველი შეხვედრა ინგლისისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა და ინგლისელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

კეიტ დაუნინგის გუნდი პირველივე წუთზე მეისონ მოუნტის გოლით დაწინაურდა, მეორე ნახევრის საწყის წუთებზე კი ინგლისელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა რაიან სესენიონმა, რომელიც 2000 წლის 18 მაისსაა დაბადებული.

ამავე ჯგუფში გამოდიან გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებები, რომელთა დაპირისპირება 20:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.166093