კალათბურთი

23:19 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი ახალ კონტრაქტს 5 ივლისამდე გააფორმებს

კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების და "ანდორას" წევრი, ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შერმადინი საკლუბო დონეზე ახალ კონტრაქტს მიმდინარე წლის 5 ივლისამდე გააფორმებს.

შერმადინით ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ,,უნიკახა’’ დაინტერესდა და გიორგის კონტრაქტიც შესთავაზა, შედეგად ,,ანდორა’’ მოუწევს შერმადინისათვის ახალი ხელშეკრულება 5 ივლისამდე მოამზადოს.

შეგახსენებთ, რომ შერმადინი რამდენიმე წელია ,,ანდორაში’’ თამაშობს. გიორგიმ თავი განსაკუთრებით 2016-2017 წლების სეზონში გამოიჩინა. რამდენჯერმე იყო ტურისა და თვის საუკეთესო კალათბურთელი. სეზონის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ კი ესპანეთის ჩემპიონატის სამ საუკეთესო კალათბურთელს შორის მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11227