ფეხბურთი

22:11 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილებები "სამტრედიაში": სამი წავიდა, ერთი - მოვიდა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „სამტრედიამ“ გვინეა-ბისაუელი ფეხბურთელი ბაქარი ბალდე დაიმატა. ამის შესახებ იმერული კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ბალდე 25 წლისაა და პოზიციით მარცხენა მცველია.

აქამდე, ძირითადად პორტუგალიაში თამაშობდა: „პასუშ დე ფერეირა“, „აროუკა“, „ტონდელა“, „ატლეტიკო“, „ბეირა მარი“. ასევე უთამაშია სერბულ „ბორაცსა“ და სამხრეთ აფრიკულ „სტელენბოშში“. გასული სეზონი კი, ისევ პორტუგალიაში, კერძოდ, „მირანდელაში“ გაატარა, რომლის რიგებშიც 14 ჩატარებულ მატჩში ერთი გოლი გაიტანა. ხოლო, 2009-2011 წლებში, "პორტუს" აკადემიაში ირიცხებოდა.

2011-2012 წლების სეზონში, როდესაც „პასუშ დე ფერეირა“ ღურსებას იცავდა, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში 6 თამაში ჩაატარა. რაც შეეხება სანაკრებო დონეს: გვინეა-ბისაუს ეროვნული გუნდის რიგებში 15-ჯერ აქვს ნათამაშები და ერთი გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, „სამტრედია“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა - მეკარე ნიკა დაუშვილმა, თავდამსხმელებმა, დავით ჩაგელიშვილმა და კონსტანტინ ბელოვმა.

შეგახსენებთ, „სამტრედია“ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მისი მეტოქე კი, აზერბაიჯანის ჩემპიონი „ყარაბაღია“, რომელსაც გია ცეცაძის გუნდი 11 და 18 ივლისს დაუპირისპირდება.

0.118297