ჭადრაკი

21:30 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჭიღლაძემ ყველას აჯობა

სწრაფ ჭადრაკში ვაჟთა შორის საქართველოს გრან-პრის გათამაშების მესამე ეტაპს ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.

ამ ტურნირში 48 მოჭადრაკემ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა. ყველაზე კარგი შედეგი საერთაშორისო ოსტატმა ივერი ჭიღლაძემ აჩვენა, რომელმაც 7,5 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა.

გამარჯვებულს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩნენ გიგა ყუფარაძე, მიხეილ კეკელიძე და ბრაზილიელი საერთაშორისო დიდოსტატი ალექსანდრ ფრეი. დამატებითი მაჩვენებლების წყალობით, მეორე ადგილზე ყუფარაძე გავიდა, ხოლო მესამე ფრეიმ დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115402