ფეხბურთი

13:29 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელთა ახალი ვარსკვლავი - დანი სებალიოსი

ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი დანიელ სებალიოსი ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 20 წლის მოთამაშეს ტურნირის დასრულების შემდეგ საუკეთესოობისთვის განკუთვნილი პრიზი უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გადასცა.

დანი სებალიოსი სევილიის „ბეტისის“ ფეხბურთელია, თუმცა ბოლო დროს ესპანურ მედიაში მის მომავალს მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ. „სამეფო კლუბში“ მას ლუკა მოდრიჩის შესაძლო შემცვლელად განიხილავენ მომავალში. სხვათა შორის, სებალიოსს 2015 წელს საქართველოს 21 წლამდე ნაკრების კარში ორი გოლი აქვს გატანილი - ჯერ "მიხეილ მესხზე", მერე უკვე ესპანეთში.

აქვე გეტყვით, რომ ამავე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი საულ ნიგეზი გახდა 5 გატანილი გოლით.

თუმცა, ესპანეთი ფინალში გერმანიასთან დამარცხდა და შესაბამისად ევროპის ჩემპიონის ტიტული „ბუნდესნაკრებმა“ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107078