ფეხბურთი

16:10 | 30.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2016/17:1 ივლისს, პირველი ფინალი

1 და 2 ივლისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონს პირველი ჩემპიონები ეყოლება. საფინალო ციებ-ცხელება შაბათს, სუპერლიგის თასის ფინალური დაპირისპირებით აიღებს სტარტს, რომელსაც ტრადიციულად თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

პირველი ტიტულისთვის ერთმანეთს, ლიგის დებიუტანტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი და მფკ ნატახტარი დაუპირისპირდებიან. თუკი „სტუდენტებისთვის“ ეს ზოგადად სადებიუტო ფინალია, სუპერლიგის თასისთვის პირველად იბრძოლებს ლიგის ყველაზე ტიტულოვანი მონაწილეც. გუნდები თავიანთი არსებობის მანძლზე პირველად ითამაშებენ ერთმანეთთან. ფინალური შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება.

01.07.2017. სუპერლიგის თასი. ფინალი

17:00კსუ/CIU - მფკ ნატახტარი

შაბათს გაიმართება ბრინჯაოს ლიგისა და სუპერლიგა C-ს მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებიც.

ბრინჯაოს ლიგის მე-8 ტურში თბილისისმერიაჰერმესს დაუპირისპირდება, ხოლო ბილტმორი ელიტა ბურჯთან ითამაშებს.

01.07.2017. ბრინჯაოს ლიგა. VIII ტური

13:00 თბილისის მერია - ჰერმესი

15:00 ბილტმორი - ელიტა ბურჯი

რაც შეეხება სუპერლიგა C-ს, მე-6 ტურის შეხვედრებს გამართავენ აჭარა ჯგუფი-რუბიკონი და ეთა-ჯეო ჰოლდინგი.

01.07.2017. სუპერლიგა C. VI ტური

12:00 აჭარა ჯგუფი - რუბიკონი

14:00 ეთა - Geo Holding

უქმეების მეორე ფინალური დაპირისპირება უკვე კვირას, 2 ივლისს გაიმართება. Funday Entertainment-ი და სკ ევროკრედიტი სუპერლიგა B-ს 2016/17 წ.წ ჩემპიონის წოდებისთვის იბრძოლებენ. Funday ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში წელს პირველად ასპარეზობს, თუმცა რეგულარული სეზონის დამაჯერებლად მოგების შემდეგ, ასეთივე დამაჯერებლობით ფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვა, რაც შეეხება ევროკრედიტს, მისთვის ეს ლიგაში მონაწილეობის მესამე წელია,თუმცა პირველი შანსი დაეუფლოს ტიტულს.ამ გუნდების ურთიერთ შეხვედრების ისტორიაც სწორედ ამ სეზონიდან იღებს სტარტს, პირველი და ჯერ-ჯერობით უკანაკსნელი დაპირისპირება Funday-ს გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ფინალური დაპირისპირება, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კვირას, 17:00 სთ-ზე დაიწყება.

02.07.2017. სუპერლიგა B. ფინალი

17:00Funday Ent. - სკ ევროკრედიტი

შესაძლოა კვირასვე გაირკვეს ვერცხლის ლიგის ორივე ფინალისტის ვინაობაც.

საქართველოს ბანკისა და ევროპაბეთის1/2 ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში, „ბანკირებმა“ 7 მეტრიანების სერიაში მოახერხეს დაწინაურება, ბაქსვუდმა კი ლიბერთი ბანკი დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. განმეორებითი შეხვედრები კვირას 12:00 და 15:00 სთ-ზე გაიმართება.

02.07.2017. ვერცხლის ლიგა. 1/2 ფინალი (II)

12:00 საქართველოს ბანკი - ევროპაბეთი (3:3 პენ. 3:2)

15:00 ბაქსვუდი- ლიბერთი ბანკი (3:0)

კვირას, პატრულისა და ვითიბი ბანკის 1/4 ფინალური სერიის გადამწყვეტ შეხვედრაში გაირკვევა, თუ რომელი გუნდი დაუპირისპირდება ნატახტარს ოქროს ლიგის 1/2 ფინალში. შეგახსენებთ, რომ ოქროს ლიგის ერთი ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია - GWP-მ ასპარეზობას სქართველოს ფოსტა გამოთიშა.

02.07.2017. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (III)

13:00 პატრული - ვითიბი ბანკი (1:2, 2:1)

კვირას გაიმართება სუპერლიგა C-ს მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს აჭარის ნაკრები და ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი დაუპირისპირდებიან.

02.07.2017. სუპერლიგა C. VI ტური

14:00 აჭარის ნაკრები - ტატიშვილი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, სასტუმრო „ბილტმორი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური / sbm.ge

0.121342