ფეხბურთი

1:38 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U21: ესპანეთი და გერმანია ფინალში (+VIDEO)

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ - 30 ივნისს, ბებერი კონტინენტის ჩემპიონის ტიტულისთვის ესპანეთისა და გერმანიის ახალგაზრდული ნაკრებები შეერკინებიან.

თავდაპირველად, ალემანებმა მოიპოვეს ფინალში თამაშის უფლება. შტეფან კუნცის გუნდის მეტოქე ინგლისის ნაკრები იყო, ხოლო უშუალოდ შეხვედრა ძალზე დაძაბული, დრამატული და ლამაზი სანახავი გამოდგა. თავიდან დევი სელკეს გოლით გერმანია დაწინაურდა, ხოლო ტაიმის მიწურულს გრეიმ საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან იულიან პოლერშბეკს შანსი არ დაუტოვა. მეორე ტაიმის სტარზე უკვე წინ ალბიონელები გავიდნენ, აბრაჰამმა ახლო მანძილიდან იხეირა და თავისიანები დააწინაურა. გერმანია მაინც არ გატყდა და ჩვეული ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა - 70-ე წუთზე პლატემ თავით დიდებულად დაარტყა. ძირითადი დროც ასე დასრულდა, ხოლო დამატებით 30 წუთეულში გოლი არ გასულა. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც ისტორია არ შეცვლილა: გერმანიამ ტრადიციულად მოიგო საფეხბურთო ლატარეა, ინგლისმა - წააგო.

გერმანელთა მეტოქე როგორც უკვე ვთქვით, ესპანეთი იქნება. „ფურია როხას“ იტალიის ნაკრებმა მხოლოდ პირველი ტაიმი გაუწია კონკურენცია. საერთოდ, საწყის 45 წუთში „აძურინის“ მეტოქისთვის ტოლი სულაც არ დაუდიდა და ანგარიშის გახსნასთანაც უფრო ახლოს იყო. აი მეორე ნახევარი კი მადრიდის „ატლეტიკოს“ ვარსკვლავის, საულ ნიგეზის ბენეფისი იყო - საულმა ერთი მეორეზე უკეთესი გოლები შეაგდო და ჰეთ-თრიქით თავისიანებს ფინალისკენ წარუღძვა. ისე, ერთი ხანობა ფედერიკო ბერნარდესკიმაც ინდივიდუალური გოლი შეაგდო და წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ესეც დროებით. ისიც სათქმელია, რომ ლუიჯი დი ბიაჯოს გუნდი თითქმის მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლული თამაშობდა. და მაინც, ესპანელები აპენინელებზე ერთი თავით მაღლა იდგნენ და დამსახურებულადაც მოიპოვეს ფინალის საგზური.

ინგლისი - გერმანია 2:2 პენ: 3:4 (1:1)

ტიჩი, „ტიჩი მიეისკი სთედიუმი“

მაყურებელი: 13 214

ინგლისი (4-3-1-2): პიკფორდი; ჰოლგეითი (იორფა 106), ჩემბერსი, მევსონი, ჩილველი; უორდ-პროუსი, ჩალობა (მერფი 66), ბეიკერი; ჰიუზი (სვიფტი 86); გრეი (რედმონდი 73), აბრაჰამი

მწვრთნელი: ადრიან ბოთროიდი

გერმანია (4-1-4-1): პოლერშბეკი; ტოლიანი, იუნგი (კეჰრერი 80), კემპფი, გერჰარდტი; ჰაბერერი (კორი 102); ფილიპი, მეიერი, არნოლდი, გნაბრი (ამირი 87); სელკე (პლატე 63)

მწვრთნელი: შტეფან კუნცი

გოლები: 0:1 სელკე (35), 1:1 გრეი (41), 2:1 აბრაჰამი (50), 2:2 პლატე (70)

პენალტების სერია: 0:1 არნოლდი, 1:1 ბეიკერი, 1:1 გერჰარდტი (მეკარე), 1:1 აბრაჰამი (მეკარე), 1:2 ფილიპი, 2:2 ჩილველი, 2:3 მეიერი, 3:3 უორდ-პროუსი, 3:4 ამირი, 3:4 რედმონდი (მეკარე)

გაფრთხილება: ჰიუზი (11), ჩილველი (59), ჰოლგეითი (84) - სელკე (19), გნაბრი (81), კემპფი (108), არნოლდი (113)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 27 (9) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 4:13 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: გედიმინას მაზეიკა (ლიტვა)

ესპანეთი - იტალია 3:1 (0:0)

კრაკოვი, იოზეფ პილსუდსკი სთედიუმი“

მაყურებელი: 15 000

ესპანეთი (4-3-3): კეპა; ბელერინი, მერე, ვალეხო, ჯონი; საულ ნიგეზი, ლორენტე, სებალიოსი (ოიარზაბალი 88); დეულოფეუ (სუარესი 82), სანდრო (უილიამსი 78), ასენსიო

მწვრთნელი: ალბერტ სელადესი

იტალია (4-3-3): დონარუმა; კალაბრია,კალდარა, რუგანი, ბარეკა; ბენასი (გარიტანო 87), გალიარდინი, პელეგრინი, კიეზა (ლოკატელი 61); პეტანია (ჩერი 72), ბერნარდესკი

მწვრთნელი: ლუიჯი დი ბიაჯო

გოლები: 1:0 საულ ნიგეზი (53), 1:1 ბერნარდესკი (62), 2:1 საულ ნიგეზი (65), 3:1 საულ ნიგეზი (74)

გაფრთხილება: ბენასი (45), გალიარდინი (50, 58), კალაბრია (56), ჩერი (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 11 (5) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.301665