კალათბურთი

0:10 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,სოხუმის’’ ევროტურნირში მონაწილეობა სამომავლოდ გადაიდო

საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე ,,სოხუმი’’ 2017-2018 წლების სეზონში აპირებდა FIBA Europe Cup-ში მონაწილეობას, მაგრამ კლუბიდან გვაცნობეს, რომ 2017-2018 წლების სეზონში ეს ვერ ხერხდება მიზნის განხორციელება სამომავლოდ გადაიდო.

გთავაზოთ კლუბის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

,,საკალათბურთოკლუბი ,,სოხუმი’’ ევროპის საკლუბო ტურნირში FIBA Europe Cup მონაწილეობას გეგმავდა. კლუბს ქონდა წინასწარი თანხმობა შესაძლო სპონსორებისაგან, გუნდის გაძლიერების მიზნით რამდენიმე გამოცდილი უცხოელი კალათბურთელი ჩამოეყვანათ და ტურნირში მონაწილეობისათვის საჭირო სამგზავრო-სამეურნეო ხარჯები დაეფარათ. ამ თანხმობის საფუძველზე, კლუბმა შეიტანა წინასწარი განაცხადი FIBA-ში ზემოაღნიშნულ ტურნირში მონაწილეობისათვის. მოგვიანებით გაირკვა, სპონსორების შესაძლო მხარდაჭერა არ იქნებოდა ისეთი მაშტაბური, რაც საშუალებას მისცემდა ,,სოხუმს’’ კარგად მომზადებულიყო ამ ტურნირისთვის. ამიტომ კლუბმა გადაწყვიტა არ მიიღოს მონაწილეობა წლევანდელ ტურნირში და ეს გეგმა სამომავლოდ გადადო.’’

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114686