ფეხბურთი

11:08 | 24.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U21: მაკედონიამ პორტუგალია ნახევარფინალს მიღმა დატოვა (+VIDEO)

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის B ჯგუფიდან ნახევარფინალში ერთადერთი გუნდი გავიდა - ესპანეთის ნაკრები. ეს მეორე ტურის შემდეგაც იყო ცნობილი და შესაბამისად, დასკვნით ტურში მთავარი ინტრიგა იყო შეძლებდა თუ არა, მოქმედი ვიცე-ჩემპიონი პორტუგალია საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსის მოპოვებას.

ამისთვის კი ლუზიტანელებს მაკედონიის ნაკრების მინიმუმ სამი ბურთის სხვაობით დამარცხება იყო საჭირო. პორტუგალიამ მატჩი მართლაც აქტიურად დაიწყო და უკვე 22-ე წუთზე იგებდა ედგარ იესა და ბრუმას გოლებით 2:0, მაგრამ სხვაობა ვეღარ გაზარდა. უნდა აღინიშნოს, მაკედონიელთა ჩინებული თამაში და ბოლომდე ბრძოლა. სახუმარო საქმე ხომ არაა, პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა ორი ბურთი გაუტანა. საბოლოოდ, პორტუგალიის ნაკრებმა 4:2 მოიგო, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა. მასზე უკეთესი შედეგი A ჯგუფის მეორეადგილოსან სლოვაკეთს აქვს, რომელსაც ბურთების ბალანსი გააჩნია უკეთესი. შესაბამისად, პორტუგალიამ ბარგი ჩაალაგა, ხოლო სლოვაკეთი ძალიან ახლოსაა ნახევარფინალში გასვლასთან, თუმცა, ლოდინი მაინც მოუწევს,რ ადგან C ჯგუფმა შესაძლოა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

ესპანეთის ნაკრებმა კი, ჯგუფური ეტაპი ქულათა მაქსიმუმით დაასრულა. ალბერტ სელადესმა ძირითადი შემადგენლობა სრულად დაასვენა, მაგრამ არც სათადარიგოებს შეურცხვენიათ თავი და სერბეთს 1:0 მოუგეს. ერთადერთი გოლი კი, დენის სუარესმა გაიტანა პირველი ტაიმის მიწურულს.

მაკედონია - პორტუგალია 2:4 (1:2)

გდინია, „მიეისკი“

მაყურებელი: 7 533

მაკედონია (4-3-3): სისკოვსკი; პოპჟლატოვი, ჟაიკოვი, ბეიტულაი, მურატი; ბაბუნსკი (მარკოსკი 74), ბარდი, ნიკოლოვი; გიორგიევი, რადესკი (მუსლუ 28), ანგელოვი (ელმასი 57)

მწვრთნელი: ბლაგოია მილევსკი

პორტუგალია (4-2-3-1): ვარელა; კანსელო, ედგარ იე, ფიგუერედო, რებოჩო (როდრიგესი 18); რუბენ ნევეში; რენატუ სანჩესი (ჰორტა 55); მედეიროში, პოდენსე (დიოგო ჟოტა 69), ბრუმა; პასიენსია

მწვრთნელი: რუი ჟორჟე

გოლები: 0:1 ედგარ იე (2), 0:2 ბრუმა (22), 1:2 ბარდი (40), 1:3 პოდენსე (57), 2:3 მარკოსკი (80), 2:4 ბრუმა (90)

გაფრთხილება: ბაბუნსკი (49), მუსლუ (63), სისკოვსკი (88), ბარდი (90) - პასიენსია (86), ფიგუეირედო (90)

გაძევება: დიოგო ჟოტა (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 19 (10) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 2:13 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ივან კრუზლიაკი (სლოვაკეთი)

სერბეთი - ესპანეთი 0:1 (0:1)

ბიდგოში, „ბიდგოშ სთედიუმი“

მაყურებელი: 12 058

სერბეთი (4-3-3): მანოილოვიჩი; ფილიპოვიჩი, იოვანოვიჩი, ველიკოვიჩი, ანტონოვი; ლუკიჩი (პლავშიჩი 87), მაკსიმოვიჩი, გაჩინოვიჩი; რადონჩიჩი (რისტიჩი 71), ჯურჯევიჩი, ჟივკოვიჩი

მწვრთნელი: ნენად ლალატოვიჩი

ესპანეთი (4-3-3): საბატა; ოდრიოზოლა, გონსალესი, მერინო, გაია; სოლერი, ერნანდესი, სუარესი; უილიამსი, მაიორალი, ოიარზაბალი

მწვრთნელი: ალბერტ სელადესი

გოლი: 0:1 სუარესი (38)

გაფრთხილება: ჯურჯევიჩი (21, 41), იოვანოვიჩი (40) - მერინო (90)

გაძევება: ჯურჯევიჩი (41)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 12 (6) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: გედიმინას მაზეიკა (ლიტვა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147427