ფეხბურთი

13:10 | 21.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U21: ესპანეთი ნახევარფინალშია (+VIDEO)

ესპანეთის 21 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტია. „ფურია როხა“ გახდა პირველი, რომელმაც საუკეთესო ოთხეულში ადგილი დაიბევა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე.

რობერტ სელადესის გუნდმა პირველ ტურში მაკედონია გაანადგურა (5:0), ხოლო ამჯერად სერიოზული მეტოქე და უშუალო კონკურენტი ჰყავდა - პორტუგალია. თუმცა, ესპანელებმა ლუზიტანელებს შანსი არ დაუტოვეს. ანგარიში, როგორც პირველ ტურში, ამ მატჩშიც საულ ნიგეზმა გახსნა. მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა პორტუგალიელ მცველებს თავბრუ დაახვია და ულამაზესი გოლი შეაგდო. სხვათა შორის, ამ გოლამდე და მერეც, პორტუგალიე უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლი ვერ გაჰქონდა. მეტიც, მეორე ტაიმის შუაწელს, ჟერარ დეულოფეუსა და სანდრო რამირესის მარტივი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა და ინტრიგაც დაიკარგა. და მაინც, რუი ჟორჟეს ბიჭებმა ერთი კი გაიბრძოლეს: ბრუმამ შედევრი შექმნა და ალბათ მიმდინარე ჩემპიონატზე საუკეთესო გოლით სხვაობა შეამცირა. საბოლოო წერტილი კი, „ბილბაოს“ ფორვარდმა ინიაკი უილიამსმა მსაჯის კომპენსირებულ დროში დასვა - 1:3. ესპანეთი 6 ქულით ლიდერია და ბოლო ტურში რომც წააგო, ნახევარფინალში ითამაშებს. აი, პორტუგალიის, მოქმედ ვიცე-ჩემპიონს კი, ერთადერთი შანსი დარჩა: მაკედონიას უნდა მოუგოს და ეცადოს საუკეთესო შედეგი აჩვენოს მეორეადგილოსნებს შორის.

ამავე ჯგუფის პირველი შეხვედრა კი, დაძაბული და დრამატული გამოდგა. სერბეთი თავიდან უგებდა დებიუტანტ მაკედონიას, მაგრამ ბოლოსკენ ანგარიშში მაინც ჩამორჩა. საბოლოოდ, „პალერმოს“ თავდამსხმელმა ჯურჯევიჩმა სერბები მარცხისგან იხსნა. ამასობაში კი, მაკედონიამ ისტორიული, პირველი ქულა მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე.

სერბეთი - მაკედონია 2:2 (1:0)

ბიდგოში, „ბიდგოშ სთედიუმი“

მაყურებელი: 5 121

სერბეთი (4-4-2): მილინკოვიჩ-სავიჩი; გაიჩი (ფილიპოვიჩი 46), იოვანოვიჩ, ველიკოვიჩი, ანტონოვი (ოზეგოვიჩი 77); ჟივკოვიჩი, გრუიჩი (რისტიჩი 52), მაკსიმოვიჩი, გაჩინოვიჩი; ჯურჯევიჩი, პლავშიჩი

მწვრთნელი: ნენად ლალატოვიჩი

მაკედონია (4-2-3-1): ალეკსოვსკი; მურატი, ველკოვსკი, ჟაიკოვი, დემირი; ნიკოლოვი, ბარდი; რადესკი (პივკოვსკი 86), ბაბუნსკი (ელმასი 58), მარკოსკი; ავრამოვსკი (გიორგიევი 46)

მწვრთნელი: ბლაგოია მილევსკი

გოლები: 1:0 გაჩინოვიჩი (24), 1:1 ბარადი (64, პენ), 1:2 გიორგიევი (83), 2:2 ჯურჯევიჩი (90)

გაფრთხილება: გრუიჩი (23), პლავშიჩი (85), იოვანოვიჩი (85), ველიკოვიჩი (90), მილინკოვიჩ-სავიჩი (90), პანკოვი (90) - მარკოსკი (14), ელმასი (60)

გაძევება: პანკოვი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 7 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: რობერტ მადენი (შოტლანდია)

პორტუგალია - ესპანეთი 1:3 (0:1)

გდინია, „მიეისკი“

მაყურებელი: 13 832

პორტუგალია (4-3-1-2): ბრუნო ვარელა; კანსელო, ედგარ იე, სემედუ, როდრიგესი; კარვალიო (პასიენსია 66), რუბენ ნევეში, რენატუ სანჩესი (ჰორტა 73); ბრუნო ფერნანდესი; გედეში, პოდენსე (ბრუმა 57)

მწვრთნელი: რუი ჟორჟე

ესპანეთი (4-3-3): არიზაბალაგა; ბელერინი, მერე, ვალეხო, ჯონი; საულ ნიგეზი, ლორენტე, სებალიოსი; დეულოფეუ, სანდრო რამირესი (უილიამსი 75), ასენსიო (მერინო 90)

მწვრთნელი: ალბერტ სელადესი

გოლები: 0:1 საულ ნიგეზი (21), 0:2 სანდრო რამირესი (65), 1:2 ბრუმა (77), 1:3 უილიამსი (90)

გაფრთხილება: რუბენ ნევეში (4), ბრუნო ფერნანდესი (70), პასიენსია (75) - სებალიოსი (57)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 8 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: ტობიას შტილერი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118403