კალათბურთი

21:48 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჰიუნდაი” დაწინაურდა

დაიწყო 18 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური მატჩების სერია, სადაც ერთმანეთს რეგულარულის გამარჯვებული ,,ზაზა I’’ და ,,ჰიუნდაი’’ ხვდებიან.

ამ დაპირისპირებაში ფავორიტად ,,ზაზა I’’ითვლება, მაგრამ პირველ შეხვედრაში პროგნოზი არ გამართლდა. 60:58 გაიმარჯვა ,,ჰიუნდაიმ’’ და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

შეხვედრა ,,ჰიუნდაის’’ უპირატესობით დაიწყო, რომელიც პირველი მეოთხედის შემდეგ დამაჯერებელი ანგარიშით 23:7 დაწინაურდა. დარჩენილ დროში ,,ჰიუნდაიმ’’ შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

,,ჰიუნდაის’’ გამარჯვებაში ლომის წილი ლევან თავხელიძემ შეიტანა, რომელმაც ყველაზე მეტი 25 ქულა დააგროვა. ,,ზაზა I’’-ის შემადგენლობაში 20 ქულით ნიკა მეცხვარიშვილი გამოირჩა. 16 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა ლუკა კალატოზიშვილმა შეასრულა.

ამ გუნდების მეორე შეხვედრა 21 ივნისს ჩატარდება

,,ზაზაI’’- ,,ჰიუნდაი’’ 58:60

(7:23, 18:18, 21:9, 12: 10)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113249