კალათბურთი

0:20 | 21.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯს “კლივლენდში” ელიან

“ინდიანა პეისერსის” ლიდერი პოლ ჯორჯი, შესაძლოა “კლივლენდ კავალიერსის” კალათბურთელი გახდეს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ჯორჯს ინდიანაპოლისში დარჩენა აღარ სურს, ხოლო “კლივლენდს” ფორვარდის გადაბირება უნდა. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.

განვლილ სეზონში ჯორჯმა 75 შეხვედრა ჩაატარა, სადაც საშუალოდ ერთ მატჩში 23.7 ქულას, 6.6 მოხსნას და 3.3 პასს აკეთებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118394