ფეხბურთი

11:19 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U21: დაძაბულობა A ჯგუფში (+VIDEO)

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე ჯერი მეორე ტურის მატჩებზეც მიდგა. A ჯგუფში ინგლისის ნაკრები გალიდერდა, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან ალბიონელები ტურნირის ფავორიტებს შორის არიან.

თუმცა, სლოვაკეთთან შეხვედრაში ინგლისელთათვის სასიკეთოდ მოვლენები თავიდან არ განვითარებულა. კუთხური მარტინ ჩრინის გოლით დასრულდა, რომელმაც ბრიტანელებს ბრიტანულ სტილში, მოხდენილი თავურით გაუტანა. ინგლისი შემდეგ საგრძნობ უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ პირველ ტაიმში ვერაფერი შეცვალა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში მალევე მოახერხა ჯერ გათანაბრება, მერე დაწინაურება: გამარჯვების გოლი კი, ლამაზ სტილში ნათან რედმონდმა გაიტანა და „სამმა ლომმა“ ტურნირზე პირველი თამაში მოიგო.

ჯგუფის მეორე შეხვედრაც დაძაბული და დრამატული გამოდგა - ლუბლინში, პოლონეთი დაწინაურდა თავიდან მოქმედ ჩემპიონ შვედეთთან, მაგრამ შესვენებაზე მაინც ანგარიშში ჩამორჩენილი გავიდა. საბოლოოდ, მასპინძელი ზედიზედ მეორე მარცხისგან ბოლო წუთზე გადაურჩა - 2:2.

ინგლისი 4 ქულით ლიდერია, ხოლო მეოთხე პოზიციაზე პოლონეთია ერთი ქულით. ბოლო ტურში სწორედ ისინი ხვდებიან ერთმანეთს. ასე, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ ოთხივე გუნდს აქვს. ნახევარფინალში კი, ერთი გუნდი გადის - ჯგუფის გამარჯვებული.

სლოვაკეთი - ინგლისი 1:2 (1:0)

კიელცე, „კოლპორტერ არენა“

მაყურებელი: 12 087

სლოვაკეთი (4-1-4-1): ჩოვანი; ვალიენტი, ნინაი, სკრინიარი, მაზანი; ლობოტკა; რუსნაკი, ბერო, ჩრინი (ბენეში 66), მიჰალიკი (ჰარაშლინი 73); ჟრელაკი (საფრანკო 65)

მწვრთნელი: პაველ ჰაპალი

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი; ჰოლგეითი (მერფი 46), ჩემბერსი, მევსონი, ჩილველი; უორდ-პროუსი, ჩალობა; სვიფტი (გრეი 79), ბაკერი, რედმონდი; ბარაჰამი (ვუდვორდი 88)

მწვრთნელი: ადრიენ ბოტროიდი

გოლები: 1:0 ჩრინი (23), 1:1 მევსონი (50), 1:2 რედმონდი (61)

გაფრთხილება: ბერო (13), მაზანი (65) - უორდ-პროუსი (27), მერფი (86), ბაკერი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 11 (8) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: გედიმინას მაზეიკა (ლიტვა)

პოლონეთი - შვედეთი 2:2 (1:2)

ლუბლინი, „არენა ლუბლინი“

მაყურებელი: 14 651

პოლონეთი (4-2-3-1): ვრაბელი; კედზიორა, ბედნარეკი, იახი, იაროშინსკი; დავიდივიში (პიატეკი 88), ლინეტი; ფრანკოვსკი, კოვნაცკი, მონეტა (ლიპსკი 74); სტეპინსკი (ნიეზგოდა 58)

მწვრთნელი: მარჩინ დორნა

შვედეთი (4-3-1-2): კაიტოფტი; ვალკვისტი, ლარსონი, დეგერშტალი, ლუნდკვისტი; ტიბლინგი (ტანკოვიჩი 61), ჰალბერგი, ფრანსონი (მრაბტი 87); ოლსონი; ჩიბიჩკი, სტანდბერგი (ენგვალი 69)

მწვრთნელი: ჰაკან ერიქსონი

გოლები: 1:0 მონეტა (6), 1:1 სტანდბერგი (36), 1:2 ლარსონი (41), 2:2 კოვნაცკი (90, პენ)

გაფრთხილება: კოვნაცკი (46), ნიეზგოდა (65), ბედნარეკი (71), ლინეტი (86) - ოლსონი (19), სტრანდბერგი (24), ჩიბიჩკი (29), ჰალბერგი (89), დაგერშტალი (90), ვალკვისტი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15(8) – 11 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.158932