ფეხბურთი

18:14 | 18.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროტურნირები - წილისყრის წინ

19 ივნისს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 14:00 საათზე დაიწყება, ევროპა ლიგისა - 15:00 საათზე. სავარაუდო მეტოქეებზე ადრეც ვწერდით, თუმცა გავიხსენოთ.

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება "სამტრედია". საქართველოს ჩემპიონი განუთესავია და აქვე, მისი 17 სავარაუდო მეტოქეც. თამაშები 11/12 ივლისსა და 18/19 ივლისს გაიმართება.

"სელტიკი" (შოტლანდია), "ზალცბურგი" (ავსტრია), "კოპენჰაგენი" (დანია), "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), ბატე (ბელორუსი), "ლეგია" (პოლონეთი), აპოელი (კვიპროსი), "მარიბორი" (სლოვენია), "ყარაბაღი" (აზერბაიჯანი), "მალმიო" (შვედეთი), "ასტანა" (ყაზახეთი), "პარტიზანი" (სერბეთი), "რიეკა" (ხორვატია), "რუსენბორგი" (ნორვეგია), "შერიფი" (მოლდოვა), "ჰაპოელ ბერ-შევა" (ისრაელი), "ჰაფნარფიორდური" (ისლანდია).

ევროპა ლიგას რაც შეეხება, სამივე ქართული კლუბი პირველი ეტაპიდან დაიწყებს და სამივე განუთესავია. აქვე, ქუთაისის "ტორპედოს", ბათუმის "დინამოსა" და საჩხერის "ჩიხურას" სავარაუდო მეტოქეების სია. პირველ მატჩამდეც ბევრი არ დარჩა, 29 ივნისს შედგება პირველი შეხვედრები და 6 ივლისს - საპასუხოები. '

"მაკაბი" (თელ ავივი, ისრაელი), "მიდტიულანდი" (დანია), "დინამო" (მინსკი, ბელორუსი), "ლეხი" (პოლონეთი), ჰიკი (ფინეთი), აიკ (შვედეთი), "ვოივოდინა" (სერბეთი), "ვიდეოტონი" (უნგრეთი), აელ (კვიპროსი), "შახტიორი" (ბელორუსი), "სლოვანი" (სლოვაკეთი), "ცრვენა ზვეზდა" (სერბეთი), "ტრენჩინი" (სლოვაკეთი), "შკენდერბიუ" (ალბანეთი), "ალტახი" (ავსტრია), "სენტ ჯონსტონი" (შოტლანდია), აეკ ლარნაკა (კვიპროსი), "ინტერი" (აზერბაიჯანი), "ბეითარი" (ისრაელი), "ვენტსპილსი" (ლატვია), "ოდ გრენლანდი" (ნორვეგია), "ქაირათი" (ყაზახეთი), "ოსიეკი" (ხორვატია), "სარაევო" (ბოსნია), კრ (ისლანდია), "ნორჩიოპინგი" (შვედეთი), "მილსამი" (მოლდოვა), "ლუნგბიუ" (დანია), "ნიმე კალიუ" (ესტონეთი), "ჟელეზნიჩარი" (ბოსნია), "ბოტევი" (ბულგარეთი), "ოლიმპია" (სლოვენია), "ვალეტა" (მალტა), "ვადუცი" (ლიხტენშტაინი), "იაგელონია" (პოლონეთი), "ლევსკი" (ბულგარეთი), ცსკა (ბულგარეთი), "სტიარნანი" (ისლანდია), "ჰოგესუნდი" (ნორვეგია), "დომჟალე" (სლოვენია), "ორდაბასი" (ყაზახეთი), "ლევადია" (ესტონეთი), "ფერენცვაროში" (უნგრეთი), "კრუზეიდერსი" (ჩრ. ირლანდია), "რაბოტნიჩკი" (მაკედონია), "გლაზგო რეინჯერსი" (შოტლანდია), "შირაქი" (სომხეთი), "დაჩია" (მოლდოვა), "პოდგორიცა" (ჩერნოგორია), "ზირა" (აზერბაიჯანი).

სამი ქართული გუნდიდან ყველაზე მაღალი კოეფიციენტი "ჩიხურას" აქვს (3.025), თუმცა მაინც არ ეყო განთესილთა შორის მოსახვედრად.

0.113291