ფეხბურთი

22:55 | 17.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" "საბურთალო" არ დაინდო, "ტორპედომ" ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურში თბილისის "დინამომ" სტუმრად "საბურთალო" დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 5:0 დაამარცხა. განვლილ შეხვედრაში გოლები ბაჩანა არაბულმა (47), საბა ლობჟანიძემ (51), გიორგი პაპუნაშვილმა (70, 91) და ნიკა ნინუამ (89) გაიტანეს. პაპუნაშვილი ესპანეთში გამგზავრებამდე "ტორპედოსთანაც" ითამაშებს.

დღის მეორე მატჩში ქუთაისელებმა შინ ბათუმის "დინამო" მიიღეს და 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი გიორგი კუხიანიძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმის შედეგად მე-20 წუთზე გაიტანა. "ტორპედომ" ჩემპიონატში ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო, 37 ქულა დააგროვა და ლიდერ "დინამოს" 3 ქულით ჩამორჩება. თბილისური და ქუთაისური გუნდების დაპირისპირება მე-18 ტურში 21 ივნისს "დინამო არენაზე" გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113774