ფეხბურთი

23:22 | 16.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პაპუნაშვილი "სარაგოსას" ფეხბურთელია

თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი კარიერას ესპანეთის სეგუნდადივიზიონის ბინადარ "რეალ სარაგოსაში" გააგრძელებს. ამის შესახებ არაგონული კლუბი ოფიციალურად იტყობინება.

როგორც "სარაგოსას" ვებგვერდი წერს, "დინამოსთან" საბოლოო შეთანხმების შემდეგ, 21 წლის ქართველმა შემტევმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"სარაგოსა" ესპანეთში ცნობილი გუნდია და არცთუ დიდი ხნის წინ პრიმერადივიზიონის მუდმივი წევრი იყო. ამჟამად კლუბს კრიზისი უდგას, ამიტომ გასული სეზონი ცხრილის ქვედა ნაწილში დაასრულა. ისე კი, თავის დროზე თასების თასი მოუგია, ხოლო ესპანეთის სამეფო თასი ექვსჯერ აქვს მოგებული.

რაც შეეხება პაპუნაშვილს - ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს მეორე უცხოური გუნდია. 2015-2016 წლების სეზონი მან იჯარით ბრემენის "ვერდერის" სათადარიგო გუნდში გაატარა, მაგრამ გერმანიაში ფეხი ვერ მოიკიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107605