ფეხბურთი

16:57 | 16.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

პოდოლსკი იაპონიაში ითამაშებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ლუკას პოდოლსკი კარიერას იაპონიაში გააგრძელებს. 32 წლის ფეხბურთელმა “ვისელ კობესთან” გააფორმა კონტრაქტი. გარიგების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ სახელდება.

იაპონური კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ “ვისელ კობე” ახალწვეულს 6 ივლისს წარადგენს და კლუბის ხელმძღვანელობამ პრეზენტაციაზე 200 ადამიანი მიიწვია.

ლუკას პოდოლსკი, რომელსაც კარიერის განმავლობაში “კიოლნის”, მიუნხენის “ბაიერნის”, ლონდონის “არსენალისა” და მილანის “ინტერის” რიგებში უთამაშია, 2015 წლიდან “გალათასარაის” ღირსებას იცავდა. ფეხბურთელს თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა.

რაც შეეხება პოდოლსკის ახალ კლუბს, “ვისელ კობე” იაპონიის მიმდინარე ჩემპიონატში 14 ტურში მოპოვებული 23 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება და ლიდერ “კაშივა რეისოლს” 7 ქულით ჩამორჩება. გუნდს ბრაზილიელი ნელსონ ბაპტიშტა თავკაცობს. ლეგიონერებიც, კორეელი მეკარის სეუნგ გიუ კიმის გარდა, ბრაზილიელები არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114789