კალათბურთი

15:29 | 13.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ზაზა I” და “ჰიუნდაი” დაწინაურდნენ

დაიწყო საქართველოს 18 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა მიმდინარე ჩემპიონატის პლეი - ოფის ნახევარფინალური მატჩების სერია, სადაც ერთმანეთს ,,ზაზა I’’- ,,არმია’’ და ,,ჰიუნდაი’’ - ,,გორი’’ ხვდებიან.

ამ წყვილებში ფავორიტად რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული ,,ზაზა I’’ და მეორეადგილოსანი ,,ჰიუნდაი’’ ითვლებიან. ფავორიტებმა გაამართლეს გულშემატკივართა იმედი და დიდი ანგარიშით შეძლეს მეტოქეთა დამარცხება.

,,ზაზა I’’-მა 82:53 გაიმარჯვა. ყველაზე მეტი 22 ქულა ვლადიმერ ალავიძემ დააგროვა. არმიელთა მხრიდან 12-12 ქულით ყველაზე შედეგიანები ნიკა გოგოხია და ვახტანგ გაფრინდაშვილი იყვნენ.

,,ზაზა I’’-საგან განსხვავებით, ,,ჰიუნდაიმ’’ შედარებით მოკრძალებული ანგარიშით 73:53 შეძლო მეტოქის დამარცხება. 19 ქულითა და 17 მოხსნით ყველაზე კარგი შედეგი ,,გორის’’ წევრმა ტატო ოთიაშვილმა აჩვენა. ,,ჰიუნდაის’’ მხრიდან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგი ჯაფარიძე იყო.

,,ზაზა I’’-სა და ,,ჰიუნდაის’’ ფინალამდე თითო მოგებაღა აშორებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124483