ფეხბურთი

12:20 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური ამბავი: იბრაჰიმოვიჩი "ზენიტში"?..

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ზენიტში“ - უცნაური შემთხვევა მოხდა რუსული გუნდის თავს. საქმე ისაა, რომ სანქტ-პეტერბურგელთა ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე აიტვირთა ფოტო, რომელიც შვედის „ზენიტში“ გადაბარგებას გვამცნობდა.

თუმცა, ცოტა ხანში, აღშნიშნული სურათი გვერდიდან წაიშალა. ჯერჯერობით, კლუბს მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

არავინ იცის, უბრალო ხუმრობა იყო ეს თუ რობერტო მანჩინის გუნდმა მოვლენებს გაუსწრო... ფაქტია, იბრაჰიმოვიჩი უკლუბოდაა და თავისუფალი აგენტის სტატუსით ნებისმიერ გუნდში შეუძლია გადასვლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118386