ფეხბურთი

16:16 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ შიკი "იუვენტუსში"

იტალიის ჩემპიონი ტურინის „იუვენტუსი“ გენუის „სამპდორიასა“ და ჩეხეთის ნაკრების ნიჭიერ ფორვარდ პატრიკ შიკს გაიფორმებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, „იუვემ“ შეთანხმებას უკვე მიაღწია , როგორც შიკთან პირად კონტრაქტზე, ისე „სამპდორიასთან“ სატრანსფერო ღირებულებაზე.

თუმცა, ფინანსური დეტალები ამ დროისთვის არ გახმაურებულა. ცნობილია, რომ შიკი „იუვენტუსის“ მაისურს უახლოეს დღეებში მოირგებს.

პატრიკ შიკი 21 წლისაა და „სამპდორიაში“ გასული წლის ზაფხულში ჩაირიცხა. სერია A-ში 32 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მას ყოველ 132 წუთში გაჰქონდა საშუალოდ ერთი გოლი, თუ მხედველობაში ნათამაშევ დროს წუთებროვად მივიღებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130256