ფეხბურთი

22:15 | 8.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიახლეები ბათუმის "დინამოში": ელგუჯა გრიგალაშვილი მოვიდა, კენედი წავიდა

27 წლის შემტევი ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი ბათუმის "დინამოში" გადავიდა. გრიგალაშვილი თამაშობდა მარტვილის "მერანში", ქუთაისის "ტორპედოში", თბილისის "დინამოში", საჩხერის "ჩიხურაში" და ასევე, კვიპროსულ კლუბებშიც: "ოთელოსში", "პაფოსსა" და'"ეთნიკოსში".

ელგუჯას საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშევი, ოღონდ ადრე, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში.

სამაგიეროდ, გუნდი დატოვა ნიგერიელმა ნახევარმცველმა კენედი მვანგანგამ. მან 14 მატჩი ჩაატარა ბათუმელთა შემადგენლობაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115594