ფეხბურთი

18:49 | 8.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

9 ივნისს, ფუტსალის ლიგის ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება

9 ივნისს, თბილისის ოლიმპიური სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის ფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება. სეზონის გადამწყვეტმა დაპირისპირებებმა, რომელიც ორ მოგებამდე გრძელდება, სტარტი 6 ივნისს აიღო.

III ადგილისათვის მატჩში, ერთმანეთის პირისპირ რეგულარულ სეზონში მესამე ადგილზე გასული მფკ აგორა და მეოთხე ადგილოსანი, მოქმედი ბრინჯაოს პრიზიორი, მფკ თბილისი წარსდგნენ. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა და მიუხედავად, „ფინანსისტთა“ უპირატესობისა, „დედაქალაქელების“ გამარჯვებით 4:3 დასრულდა,რითიც მათ სერიაში დაწინაურება მოახერხეს და შარშანდელი შედეგის გამეორებამდე ერთი მოგება აშორებთ. თუკი აგორა შეძლებს განმეორებით შეხვედრაში რევანშის აღებას, ამ შემთხვევაში ბრინჯაოს მედლების ბედი მესამე, გადამწყვეტ რაუნდში გაირკვევა. პარასკევს მატჩი 17:00 სთ-ზე დაიწყება.

09.06.2017.თბილისის ოლიმპიური სასახლე .III ადგილი (II)

17:00 მფკ თბილისი - მფკ აგორა(4:3)

ამაღლებული განწყობით და სერიაში უპირატესობით ხვდება განმეორებით დაპირისპირებას მფკ ტატიშვილი, რომლის მეტოქეც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მოქმედი ვიცე-ჩემპიონი სტუ-თელასია. პირველი შეხვედრა „მედიკოსების“ უპირატესობის ფონზე წარიმართა, რასაც „ენერგეტიკოსების“ მხრიდან უამრავ უხეში შეცდომა მოყვა და საბოლოო ანგარიშიც არასაფინალო გამოდგა 9:4 ტატიშვილის სასარგებლოდ. განმეორებით დუელში რევანშის ასაღებად ავთანდილ ასათიანის შეგირდებს მაქსიმალური კონცენტრაცია და თავდადება მართებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მფკ ტატიშვილი სადებიუტო სეზონს ჩემპიონობით ხვალვე აღნიშნავს. განმეორებითი ფინალი სტარტს 19:00 სთ-ზე აიღებს.

09.06.2017.თბილისის ოლიმპიური სასახლე .ფინალი (II)

19:00 მფკ ტატიშვილი - მფკ სტუ-თელასი (9:4)

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დაპირისპირებაში გამარჯვებული არ გამოვლინდა, მესამე გადამწყვეტი შეხვედრა 12 ივნისს გაიმართება.

მატჩების პირდაპირი ტრანსლიაციების ხილვა, ტრადიციულად ვებ-გვერდ www.sbm.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი.

06.06.2017.თბილისის ოლიმპიური სასახლე .IIIადგილი (I)

მფკ თბილისი - მფკ აგორა 4:3 (2:0)

გოლები: 08:50’ ღუდუშაური (1:0), 20:00’ ღუდუშაური (2:0), 22:21’ ალავიძე (2:1), 28:55’ მხითარიანი (3:1), 30:41’ რეხვიაშვილი (4:1), 38:04’ ალავიძე (4:2), 38:58’ ნიკვაშვილი (4:3)

გაფრთხილება: 29:37’ ალავიძე (აგო)

06.06.2017.თბილისის ოლიმპიური სასახლე .ფინალი (I)

მფკ ტატიშვილი - მფკ სტუ-თელასი 9:4 (4:0)

გოლები: 08:05’ მურცხვალაძე (1:0), 14:43’ ჭანუყვაძე (2:0), 17:59’ სიგუნავა (3:0), 18:25’ კეკელია (4:0), 22:12’ მაისაია (4:1), 27:19’ ბობოხიძე (5:1), 29:30’ სოზაშვილი (5:2), 31:13’ ბობოხიძე (6:2), 31:25’ ლუკავა (6:3 ს.კ.), 34:58’ კეკელია (7:3), 35:50’ ბოკერია (7:4), 37:03’ ლუკავა (8:4), 39:16’ მურცხვალაძე (9:4)

გაფრთხილება: 31:47’ გაბუჩია (თელ)

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალიმარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“

მედიაპარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ-პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

Loading...
0.128276