ფეხბურთი

16:30 | 7.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა, ბერნარდესკი, რუგანი და კალდარა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

იტალიის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე სათამაშოდ მზადებას იწყებს. „აძურინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუიჯი დი ბიაჯომ უკვე დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც იტალიის ღირსებას პოლონეთში დაიცავენ.

იტალიის ნაკრების რიგებში საკმაოდ საინტერესო ფიგურებს ვხედავთ: ჯანლუიჯი დონარუმა, მატია კალდარა, დანიელე რუგანი და ფედერიკო ბერნარდესკი მათ შორის, უდაოდ გამოსარჩევნი არიან. დი ბიაჯო ევროპის ჩემპიონაზე „მილანის“ მცველის ალესიო რომანიოლის წაყვანასაც გეგმავდა, მაგრამ ტრავმის გამო იგი განაცხადს მიღმა დარჩა.

იტალიის 21 წლამდე ნაკრების 23-კაციანი განაცხადი ასეთია:

მეკარეები: 1. ჯანლუიჯი დონარუმა („მილანი“), 17. ალესიო კრანიო („ბენევენტო“), 19. სიმონე სკუფეტი („უდინეზე“)

მცველები: 2. დავიდე კალაბრია („მილანი“), 3. ანტონიო ბარეკა („ტორინო“), 4. დანიელე რუგანი („იუვენტუსი“), 12. ანდრეა კონტი („ატალანტა“), 13. მატია კალდარა („ატალანტა“), 14. დავიდე ბირასკი („ჯენოა“), 22. ალექს ფერარი („ვერონა“), 23. ნიკოლა მურუ („კალიარი“)

ნახევარმცველები: 5. დანილო კატალდი („ჯენოა“), 6. ლორენცო პელეგრინი („სასუოლო“), 8. ალბერტო გრასი („ატალანტა“), 15. მარკო ბენასი („ტორინო“), 18. რობერტო გალიარდინი („ინტერი“), 21. მანუელ ლოკატელი („მილანი“)

თავდამსხმელები: 7. დომენიკო ბერარდი („სასუოლო“), 9. ალბერტო ჩერი („პესკარა“), 10. ფედერიკო ბერნარდესკი („ფიორენტინა“), 11. ანდრეა პეტანია („ატალანტა“), 16. ლუკა გარიტანო („ჩეზენა“), 20. ფედერიკო კიეზა („ფიორენტინა“)

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატს პოლონეთი მასპინძლობს და ტურნირი 16 ივნისს დაიწყება. იტალიელები ჯგუფში გერმანიას, ჩეხეთს და დანიას დაუპირისპირდებიან. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ასაკში ევროფორუმი იტალიას ხუთჯერ აქვს მოგებული: 1992, 1994, 1996, 2000 და 2004 წლებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113274