ფეხბურთი

19:12 | 6.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი მოდებაძემ ვარჯიში დაიწყო

ირაკლი მოდებაძეს ტრავმის გამო შარშანდელი სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. წლების განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, მეტიც, გოლების გარანტი გახლდათ და ბუნებრივია, მისი არყოფნა ეტყობა გორის "დილას".

მოდებაძემ ვარჯიში დაიწყო... როდის შესძლებს თამაშს, ჯერ უცნობია, მაგრამ შესაძლოა, ეროვნული ლიგის მომდევნო ტურისთვის მზად იყოს. ტური 16 ივნისს გაიმართება, "დილა" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებს. აქ თუ ვერ მოხერხდა, სეზონის მეორე ნახევრის დასაწყისში მაინც, ირაკლი სრულად მწყობრში უნდა იყოს.

როგორც იცით, "ლოკომოტივთან" გასულ ტურში მძიმე ტრავმა მიიღო გიორგი ფოფხაძემ და რთული სათქმელია, როდის დაუბრუნდება მოედანს. სამწუხაროდ, ეს ახლო მომავალში ნამდვილად ვერ მოხერხდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10425