ფეხბურთი

17:49 | 5.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი U20: იტალია და ინგლისი ნახევარფინალში (+VIDEO)

მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატზე დარჩენილი ორი ნახევარფინალისტის ვინაობაც გაირკვა. ურუგვაისა და ვენესუელის კვალდაკვალ საუკეთესო ოთხეულში იტალიისა და ინგლისის ნაკრებებიც მოხვდნენ.

ძალზე სანახაობრივი და დრამატული გამოდგა იტალია - ზამბიის მატჩი: მეოტხე წუთი იყო აფრიკელები დაკამ რომ დააწინაურა. საერთოდ, ზამბია აქამდე ტურნირზე ჩინებულად ირჯებოდა და ფავორიტადაც მიიჩნეოდა მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში. გატანილი გლის შემდეგაც ზამბიელებმა ზეწოლა გაზარდეს, თუმცა ტაიმი მაინც ერთბურთია უპირატესობით მოიგეს. აი, მეორე ნახევარი კი, ახალი განახლებული იყო, მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფიგურამ ისევ რომ გაიტანა - რიკარდო ორსლინიმ თავური დარტყმით აღადგინა წონასწორობა - 1:1.

84-ე წუთზე ისევ ზამბია დაწინაურდა საკალამ დააწინაურა და თითქოს ნახევარფინალის საგზურიც მოუპოვა თავისიანებს, მაგრამ ასე არ ფიქრობდა, „ემპოლის“ მცველი ფედერიკო დიმარკო - ახალგაზრდა ფეხბურთელმა საჯარიმო დარტყმა უზადოდ შეასრულა. დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც იტალიამ იმძლავრა - ვიდოს თავურმა ყველაფერი გადაწყვიტა - 3:2. საგულიხმოა, რომ "აძურინი" პირველი ტაიმიდან მოყოლებული კაცნაკლული თამაშობდა...

იტალია - ზამბია 3:2 დ.დ (0:1)

გოლები: 0:1 დაკა (4), 1:1 ორსოლინი (50), 1:2 საკალა (84), 2:2 დიმარკო (88), 3:2 ვიდო (111)

იტალიის 20 წლამდე ნაკრები ნახევარფინალში ინგლისის საინტერესო ნაკრებს შეხვდება. ალბიონელებმა მორიგი მატჩი მოიგეს და აღსანიშნავია, რომ მთელ ტურნირს დამაჯერებლად ატარებენ. გადამწყვეტი გოლი გურამ კაშიას თანაგუნდელმა „ვიტესიდან“, დომინიკ სოლანკემ შეაგდო.

იტალიის და ინგლისის ნახევარფინალური მატჩი კი, 8 ივნისს გაიმართება. მეორე ნახევარფინალიც იმავე დღესაა ჩანიშნული: ვენესუელა - იტალია.

მექსიკა - ინგლისი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 (47)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118903