ბელარუსის "ნემანის" ქართველმა მცველმა გიორგი ქანთარიამ "გომელთან" მატჩში ლავიწი მოიტეხა. მას მეტოქე გუნდის ფეხბურთელი შეეჯახა. ქანთარია საკაცით გაიყვანეს მოედნიდან.
ქანთარია 20 წლისაა, რამდენიმე თვის წინ "ზუგდიდიდან" გადავიდა "ნემანში" და ბელარუსში შეუცვლელად თამაშობდა.
არადა, გია გეგუჩაძემ ბულგარეთთან და მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა ეს ფეხბურთელი. ქანთარია პირდაპირ ბულგარეთში უნდა შეერთებოდა ნაკრებს, თუმცა ბუნებრივია, მისი თამაში ამ ამხანაგურებში (8 და 12 ივნისს) გამორიცხულია.







