ფეხბურთი

10:42 | 3.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერმა” მაჰრეზს ფასი დაადო

“ლესტერის” ხელმძღვანელობამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის რიად მაჰრეზის სატრანსფერო ფასი დაასახელა. ბრიტანული გამოცემის Daily Star-ის ცნობით, “მელიები” ალჟირელ ფეხბურთელს 50 მილიონ გირვანქა სტერლინგზე ნაკლებად არ შეელევიან.

26 წლის ალჟირელმა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ “კინგ პაუერ სთედიუმიდან” აბარგება სურს და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა.

მაჰრეზმა გასულ სეზონში “ლესტერის” მაისური 48-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059681