ჩოგბურთი

14:52 | 29.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

უილიამსის რეკორდი

ვინუს უილიამსმა “როლან გაროსის” ძირითადი ბადის პირველ წრეში ქიანგ ვანგი 6:4, 7:6 დაამარცხა. ის ქალ ჩოგბურთელთა შორის გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც როლან გაროსის ტურნირზე 20-ჯერ მიიღო მონაწილეობა. საფრანგეთის ღია პირველობაზე 19-ჯერ აქვს ნათამაშები ანდრე ვარინს, რომელმაც კარიერა 1965 წელს დაასრულა.

ვინუსმა პირველად “როლან გაროსის” კორტებზე 1997 წელს ითამაშა. ამერიკელმა საფრანგეთის ღია პირველობის მოგება ვერ მოახერხა. 2002 წელს უილიამსი ფინალში გავიდა, სადაც თავის დასთან სერენასთან დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102837