ფეხბურთი

18:20 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდელთა მუნდიალი: მერვედფინალები იწყება

სამხრეთ კორეაში, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და 30 მაისს მერვედფინალები დაიწყება. ჯგუფში ჩარჩა ამ ჩემპიონატის 6-გზის გამარჯვებული არგენტინა: მესამე ადგილზე გავიდა, მაგრამ ექვსი ჯგუფიდან ორი უარესი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი მერვედფინალში ვერ მოხვდა და ესენი აღმოჩნდნენ სწორედ არგენტინა და ჰონდურასი.

30 მაისი: სამხრეთ კორეა - პორტუგალია, ვენესუელა - იაპონია

31 მაისი: ზამბია - გერმანია - ინგლისი - კოსტა რიკა, ურუგვაი - საუდის არაბეთი

1 ივნისი: საფრანგეთი - იტალია, აშშ - ახალი ზელანდია, მექსიკა - სენეგალი

ჯგუფში ყველაზე შედეგიანი ნაკრები იყო ვენესუელა, რომელმაც 9 ქულა აიღო, 10 გოლი გაიტანა და არცერთი არ გაუშვა. საფრანგეთმაც ყველა მატჩი მოიგო, გოლი არც მას გაუშვია, ოღონდ 9 გოლი მიითვალა.

0.091758