ფეხბურთი

23:14 | 27.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერიძემ სეზონი გოლით დაასრულა, დაუშვილი გავარდნას გადაურჩა

სლოვაკეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი ბერიძემ. "ტრენჩინმა" 4:0 სძლია "პრეშოვს" და ქართველმა გარემარბმა 72-ე წუთზე შესძლო თავის გამოჩენა. ბერიძის გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა.

12 მატჩი, 4 გოლი - ასეთია ქართველის შედეგიანობა სლოვაკეთის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე. ბერიძე ბელგიის "გენტს" ეკუთვნის და ივნისამდეა სლოვაკურ კლუბში განათხოვრებული.

შვედეთში ზურაბ ცისკარიძის "ესკილსტუნამ" სტუმრად 1:4 წააგო "დიურგარდენთან" და ბოლო პოზიციაზეა. ცისკარიძეს შვედეთის უმაღლეს ლიგაში სათამაშო პრაქტიკა აქვს, ამჯერადაც შეუცვლელად გაისარჯა.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში "სევილია ბ"-მ შინ 3:3 ითამაშა "კადისთან". გიორგი აბურჯანია არც ამჯერად გამოჩენილა მინდორზე - სათადარიგოებში იყო. ქართველ ნახევარმცველს ამ ზაფხულს გაანათხოვრებენ, მაგრამ სად, ჯერ უცნობია.

უნგრეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადაურჩა ბუბა დაუშვილის "დიოშდიორი". ქართველმა 90 წუთი ითამაშა "დებრეცენთან" 1:3 წაგებულ შეხვედრაში. ამ დროს კი, "დიოშდიორის" კონკურენტმა მტკ-მ პაკს-თან ვერ მოიგო - 1:1. ასე რომ, დაუშვილის გუნდი პაკს-მა გადაარჩინა.

0.116575