ფეხბურთი

11:30 | 27.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა - "რეიმსის" სეზონის ფეხბურთელი

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ფრანგული „რეიმსის“ 2016-2017 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. აღნიშნული პატივი ქართველს კლუბის გულშემატკივრებისგან ერგო.

საერთოდ, ჯაბა გასულ სეზონში სამჯერ დასახელდა ფანების მხრიდან „რეიმსის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად: ნოემბერში, თებერვალსა და მარტში. შესაბამისად, სეზონის საუკეთესო მოთამაშეც ის გახდა. ჯაბამ ჟულიენ ჟანვიერს აჯობა, რომელიც მეორე პოზიციაზე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი დიეგო რიგონატოს ერგო.

„ქართველმა გულშემატკივრებისგან სიყვარული მებრძოლი ხასიათისა და ჟინის გამო მიიღო“, - წერს „რეიმსის“ ვებგვერდი.

ჯაბა კანკავამ 2016-2017 წლების სეზონში „რეიმსის“ ღირსება 20 შეხვედრაში დაიცვა, გოლი კი არ გაუტანია. რაც შეეხება უშუალოდ გუნდს - ლიგა 2-ში 55 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა და ლიგა 1-ში დაბრუნება ვერ მოახერხა.

0.101428