ფეხბურთი

15:10 | 25.05.2017 | ნანახია 1913 - ჯერ

კვეკვესკირმა “ტობოლთან” კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ნიკა კვეკვესკირის აზერბაიჯანული “გაბალადან” კუსტანაის “ტობოლში” გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი რომ იყო, worldsport.ge-მ რამდენიმე დღის წინ შეგატყობინათ, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ყაზახეთის კლუბთან წელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

“ტობოლი” ყაზახეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებული 14 ტურის შემდეგ 24 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძეა.

კვეკვესკირი “გაბალაში” გასული წლიდან ასპარეზობდა, მანამდე კი ზუგდიდის “ბაიაში”, თბილისის “დინამოში”, “ცხინვალში”, გორის “დილაში” და ბაქოს “ინტერში” უთამაშია.

Loading...

კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:34 | 26.05.2017
despe (3270)

მიწა რომც გასკდეს, ნაკრებში აღარ გიხილოთ...

00:28 | 26.05.2017
samtrediel (8001)

გაბალადან გამომიშვეს,
დავრჩი, ასე ობოლი,
ახლა უკვე გვერდით მიდგას
კუსტანაის ტობოლი.

ესაა ჩვენი ფეხბურთი.

23:43 | 25.05.2017
beka7772 (594)

უბედურება ისაა რო ამას ნაკრებში იძახებენ

22:45 | 25.05.2017
arsena8 (346)

სადაც ფული გადაუხადეს იქ წავიდა, მითუმეტეს აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ჩემპიოანატებს შორის დიდი განსხვავება არა არის, თუმცა ყაზახეთში უფრო მეტი წარსულში ცნობილი ლეგიონერი თამაშობს. რაც შეეხება რუსეთში გადასვლას, ნამდვილად არ არის ადვილი, იმიტომ რომ რუსეთში "ლეგიონერების ქვოტირების" კანონის გამო კონკურენცია მარტო ლეგიონერებს შორისაა ანუ ქართველის კონკურენტია ბრაზილიელი, ჰოლანდიელი, იტალიელი, ფრანგი და ა.შ , განსხვავებით ევროპისაგან სადაც კონკურენცია ყველა ფეხბურთელს შორისაა, ადგილობრივიც და ლეგიონერიც ერთნაირ პირობებშია . ამ ე.წ.ლეგიონერების კანონის გამოა რომ ანანიძე, ოქრიაშვილი და ა.შ. ძირითადში ვერ ხვდებიან.

20:49 | 25.05.2017
maradona73biankoneri (12347)

აი ამის მერე ნაკრებში არ უნდა გამოიძახო ეს ჩლუნგი.

20:30 | 25.05.2017
dinamo11 (974)

ოოოოო იესსსსსს როგორც იქნა ლეგენდარულ ტობოლშიც გვყავს ქართველი

18:23 | 25.05.2017
arsenal (789)

წინსვლაც ამას ჰქვია, რუსეთში წასვლა მოგვანატრეს უკვე ისეთ გუნდებში იჩითებიან

17:32 | 25.05.2017
shalva (2556)

კაი რა ბლინ სადმე რუსეთში მაინც წასულიყავი

17:15 | 25.05.2017
ეშლი იანგი (6445)

მოდი და არ აგეტიროს რატომ ღმერთო?

16:50 | 25.05.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1089)

ეს ამას წინათ გავიცანი მაგარი ჯიგარია და კაკრას ვკითხე და მოლდოვას უეჭველი მოვუგებთო )))ჩემთან ერთად ვარჯშობს ტრენაჟორებზე)))
იასნად გაბალა 100 თავით ჯობს გუნდი ევროპის ლიგაზეა, მაგრაქმ მწვრთნელს თუ არ უნდოდა ამის დატოვება >????

16:09 | 25.05.2017
სავაშა__ (6426)

ეჰჰ)

16:09 | 25.05.2017
Chat shit get banged (1125)

ვერ დავიჯერებ რომ ტობოლი გაბალაზე ძლიერი გუნდია

15:52 | 25.05.2017
pedrito27 (19)

გაბალაში მაინც ევროპალიგაზე ითამაშებდა,

15:51 | 25.05.2017
pedrito27 (19)

როგორ მაინტერესებს რამდენი შესთავაზეს........

15:27 | 25.05.2017
DeMar DeRozan (49)

))))))))))))))))))))))))))))))))))))) მაგარი ტრანსფერია, ერსაც და ბერსაც რომ გაუხარდება ისეთიიი... ნეტა მაინც რამდენი შესთავაზეს

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.121762