ფეხბურთი

19:24 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: "რუსთავმა" თავისი მაინც გაიტანა

გაიმართა ეროვნული ლიგა 2-ის მე-14 ტურის სამი მატჩი. შედარებით იოლად იმარჯვა "გაგრამ", რომელმაც ლანჩხუთის "გურიას" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. აი, "რუსთავმა" კი რთულად, მაგრამ მაინც მოიგო "ცხინვალთან" - 2:1. გადამწყვეტი გოლი 86-ე წუთზე რატი ცაცკრიალაშვილმა მიითვალა და ეს რუსთაველთა ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაა.

წყალტუბოს "სამგურალმა" სტუმრად 1:0 აჯობა აუტსაიდერ "ზუგდიდს", რომელსაც მხოლოდ ორი ქულა აქვს.

ცხრილში ზედა ექვსი გუნდი გამოკვეთილია, დანარჩენი ოთხი კლუბი კი მხოლოდ ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.

ცხინვალი - რუსთავი 1:2

გოლი: 0:1 ჩიმაკაძე (13), 1:1 მაქაცარია (78), 1:2 ცაცკრიალაშვილი (86)

გაგრა - გურია 4:0

გოლები: 1:0 კახიანი (2), 2:0, 3:0 ხინთიბიძე (51, 61), 4:0 კაკუშაძე (72)

ზუგდიდი - სამგურალი 0:1

გოლი: 0:1 ჟვანია (25 ავტოგოლი)

24 მაისს 17:00 საათზე დაიწყება ტურის დარჩენილი ორი მატჩი: მეშახტე - სიონი, მერანი - ვიტ ჯორჯია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109961