კალათბურთი

16:02 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მგზავრები-სოხუმის მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი აუტის მეორე წრის მეორე ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „მგზავრებისა“ და „სოხუმის“ მატჩით გაიხსნა.

ამ შეხვედრის მოგება ერთ-ერთ აუტსაიდერ „მგზავრებს“ უფრო ესაჭიროებოდა, რადგან ზღვისპირელებმა სუპერლიგაში დარჩენის საკითხი პლეი აუტის პირველი წრის დასრულების შემდეგ მოაგვარეს. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი მეოთხედი ფრედ 28:28 დასრულდა. მეორე მეოთხედში უმოტივაციო „სოხუმი“ უკეთ გამოიყურებოდა, რომელმაც შეძლო დროის ამ მონაკვეთისა და პირველი ტაიმის 5 ქულის სხვაობით 52:47 მოგება.

მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა. პირველი ტაიმისაგან განსხვავებით, „მგზავრები“ შესანიშნავად ათამაშდა, განსაკუთრებით ამერიკელი ლეგიონერები აქტიურობდნენ. დროის ეს მონაკვეთი „მგზავრებმა“ დიდი ანგარიშით 33:13 მოიგო და მდევრის როლში მყოფი ბუბა ბერიშვილის შეგირდები 15 ქულით დაწინაურდნენ. მეოთხე მეოთხედში „მგზავრებმა“ შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 102:87.

ამ გამარჯვებით „მგზავრებმა“ მინიმუმ ამავე ტურში „ოლიმპი“ – „ბათუმის“ შეხვედრის დამთავრებამდე აუტსაიდერობას თავი დააღწია.

შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი „მგზავრების“ ამერიკელმა ლეგიონერმა დერნელ ტეილორმა აჩვენა, რომელმაც 21 ქულითა და 13 მოხსნით ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა. ზღვისპირელთა შორის 20-20 ქულით ყველაზე შედეგიანები დავით ბარბაქაძე და უეიდ ლათანი იყვნენ.

ამ ტურის ბოლო შეხვედრაში „ოლიმპი“ „ბათუმს“ მასპინძლობს, თამაში 16:00 საათზე დაიწყო.

მგზავრები - სოხუმი 102:87 (28:28, 19:24, 33:13, 22:22)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060228