ძიუდო

14:22 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს და სამი ბრინჯაოს შანსი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანმა ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) ეკატერინბურგის გრან სლემზე სამი შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა. ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ), უშანგი მარგიანი (90 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ.

მატიაშვილი საჩემპიონო ბრძოლაში ბრაზილიელ დავიდ მოურას დაუპირისპირდება. რეხვიაშვილი ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტს შეხვდება. მარგიანსაც ჰოლანდიელი მეტოქე ეყოლება – ნოელ ვან ტენდი. ლიპარტელიანი კი ფრანგ ალექსანდრე იდირს დაეჭიდება.

ეკატერინბურგის გრან სლემი გუშინ დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამირან პაპინაშვილის (60 კგ) ვერცხლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112989