ფეხბურთი

10:00 | 19.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია: "იმედია ხალხი სტადიონისკენ მობრუნდება"

საქართველოში ლევან ყენიას დაბრუნება ბოლო დღეების მთავარი თემაა ქართულ ფეხბურთში. 26 წლის ფეხბურთელმა მშობლიურ თბილისის „ლოკომოტივთან“ 1.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ყენიამ WORLDSPORT.GE -სთან აღნიშნული ტრანსფერის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ამჟამად ტრავმას ისევ მკურნალობს, თუმცა იმედოვნებს, რომ მალე საუკეთესო კონდიციებში შესვლას და „რკინიგზელთა“ დახმარებას შეძლებს.

„ლოკომოტივში“ დაბრუნებით უცნაური, მაგრამ სასიამოვნო გრძნობა მაქვს. იმედია, მალე შევძლებ გუნდის დახმარებას. ამჟამად ისევ ტრავმა მაწუხებს და როგორც ექიმები მეუბნებიან, ერთ თვეში თამაში უნდა შევძლო.

ახლა ცუდი პერიოდი მაქვს და გუნდი გვერდში დამიდგა, ამას ძალიან ვაფასებ და მინდა გამოჯანმრთელების შემდეგ „ლოკომოტივს“ მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

ეროვნული ლიგის დონეს რაც შეეხება, ჯერ არ მითამაშია, მაგრამ, რასაც ვხედავ, თანაბარი დონის გუნდები თამაშობენ, დაძაბულობაც მეტია და კარგია, რომ მატჩების ტრანსლირება ხდება. ვფიქრობ, დონემ ოდნავ აიწია და იმედია, სტადიონზე მაყურებელიც ნელ-ნელა დაბრუნდება“, - გვითხრა ყენიამ.

შეგახსენებთ, ლევან ყენია „ლოკომოტივის“ აღზრდილია და გუნდი 2007 წელს დატოვა, როდესაც გელზენკირხენის „შალკეში“ ჩაირიცხა. იქედან მოყლებული 10 წელი გავიდა, მაგრამ ნიჭიერმა ქართველმა ხშირი ტრავმების გამო ისეთ დონეზე ვერ ითამაშა, რასაც მისგან ველოდით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118751