კალათბურთი

18:06 | 15.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტს გობერიც გამოტოვებს

“იუტა ჯაზის” ფრანგი ცენტრი რუდი გობერი ევრობასკეტ 2017-ს გამოტოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას თავად კალათბურთელი ავრცელებს.

“ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. როგორც იცით, პლეი-ოფში ტრავმა მივიღე, ძალიან დამღლელი და მძიმე სეზონი მქონდა. კლუბს უნდა, რომ ახალ სეზონს დასვენებული შევხვდე, მოკლედ ევრობასკეტზე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ვერ ვიქნები”- განაცხადა გობერმა.

გობერი საფრანგეთის ნაკრების მესამე ლიდერია, ვინც ევრობასკეტზე ვერ ითამაშებს. თავიდან ნიკოლას ბატუმმა განაცხადა თამაშზე უარი, ტონი პარკერმა კი ტრავმა მიიღო და ოქტომბრამდე ვერ უბრუნდება პარკეტს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.15184