ფეხბურთი

15:30 | 13.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩინელები "პარმაშიც" გამოჩნდნენ

მილანის „ინტერისა“ და „მილანის“ შემდეგ ჩინური ინვესტიცია კიდევ ერთი იტალიური გუნდის რიგებში ჩაიდო. ამჯერად, „პარმაში“ - აღნიშნული ინფორმაციას „ჯალობლუს“ აღმსარულებელი დირექტორიც ოფიციალურად ადასტურებს.

ამიერიდან „პარმას“ საკონტროლო პაკეტის 30%-ის მფლობელი იქნება ჩინელი ბიზნესმენი ჯიანგ ლი ჟანგი. მისთვის ფეხბურთი უცხო ხილი სულაც არაა, რადგან ესპანური „გრანადას“ მმართველობაშია.

რაც შეეხება „პარმას“ - ერთ დროს, წარმატებული იტალიური გუნდი ამჟამად ლეგა პროში (იტალიის რანგით მესამე ლიგა) გამოდის და იმედოვნებენ, რომ აზიური ინვესტიცია კლუბს ძველ რელსებზე დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.

თეგებიპარმა
0.110878