ფეხბურთი

13:23 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” “ვოლფსბურგს” რიკარდო როდრიგესზე შეუთანხმდა

“ვოლფსბურგი” და “მილანი” რიკარდო როდრიგესის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. “როსონერი” 24 წლის შვეიცარიელ მცველში 18 მილიონ ევროს გადაიხდის, კონტრაქტი ოფიციალურად ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაფორმდება.

როდრიგესი გერმანული კლუბის ღირსებას 2012 წლიდან იცავს, მის ანგარიშზე 140 ჩატარებულ მატჩში 15 გატანილი გოლია. რიკარდომ მიმდინარე სეზონის 24 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123225