ისტორია

11:46 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ცხინვალს" მალხაზ ლაცაბიძე გაწვრთნის

ეროვნულ ლიგა 2-ში მერვე ადგილზე მყოფ "ცხინვალს" მწვრთნელი შეეცვალა: კლუბის პრეზიდენტ მურთაზ შელიასა და სხვა ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, გოჩა ჩიქოვანის ნაცვლად, გუნდს მალხაზ ლაცაბიძე უთავკაცებს. ჩიქოვანმა საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. ეს ინფორმაცია შევიტყვეთ და "ცხინვალის" ტექნიკურმა დირექტორმა დავით ცაბაძემაც დაგვიდასტურა.

მალხაზ ლაცაბიძე "ცხინვალის" 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა და საკმაოდ შედეგიანადაც: ცხრა ტურის შემდეგ, გუნდს რვა მოგება და ერთი ფრე აქვს.

ლაცაბიძემ "ცხინვალი" უკვე ავარჯიშა და დღეს მარტვილის "მერანთან" სწორედ ის უთავკაცებს გუნდს. და კიდევ, "ცხინვალი" საშინაო მატჩებს აქამდე რუსთავის "ფოლადზე" ატარებდა, თუმცა მცხეთაში გადაბარგდება - "მცხეთა პარკზე" უმასპინძლებს მეტოქეებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110243