ფეხბურთი

13:07 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მირჩა ლუჩესკუ უმუშევარი დარჩა

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტმა“ გამოცდილი რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ Sport-express.ru იტყობინება. ხსნებული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი რუსული კლუბის წარუმატებელი ასპარეზობა გამოდგა.

„ზენიტმა“ პრემიერლიგის ბოლო ტურში შინ „ტერეკთან“ წააგო და რუსეთის ჩემპიონობის შანსი დაკარგა. ამჟამად პიტერული კლუბი მესამე ადგილზეა და მხოლოდ ერთი ადგილით თუ აინაცვლებს სატურნირო ცხრილში - ცსკა-ს ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ 71 წლის სპეციალისტი დარჩენილ სამ თამაშში წარუძღვება გუნდს და პოსტს მერე დატოვებს. წყაროს ცნობით, „ზენიტს“ ჩეზარე პრანდელი ან პაულო სოუზა ჩაიბარებს. რაც შეეხება ლუჩესკუს, იგი რუსეთში ერთი წლის წინ გადაბარგდა, მანამდე კი დონეცკის „შახტარში“ წლების განმავლობაში წარმატებულად მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100459