კალათბურთი

23:44 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მგზავრებს’’ ალენმა მოაგებინა

პლეი- აუტის პირველი წრის მეორე ტურის ბოლო შეხვედრა ბათუმში ჩატარდა, სადაც ზღვისპირელებმა ,,მგზავრებს’’ უმასპინძლეს.

აღნიშნულ შეხვედრამდე ამ გუნდებს თანაბარი ქულები ჰქონდათ და ლიდერ ,,სოხუმს’’ ორი ქულით ჩამორჩებოდნენ. გამარჯვებული გუნდი ზღვისპირელებთან სხვაობას მინიმუმამდე შეამცირებდა, ხოლო წაგებული აუტსაიდერობაში "ოლიმპს’’ შეუამხანაგდებოდა, რომელმაც დღეს ,,სოხუმს’’ მოუგო.

უაღრესად დაძაბული შეხვედრა ,,მგზავრებმა’’ ერთი ქულის სხვაობით 74:73 მოიგო და პლეი-აუტის გუნდებს შორის მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი ტაიმი ფრედ 33:33 დასრულდა. მესამე მეოთხედმა სტუმართა უპირატესობით ჩაიარა, რომლებიც შვიდი ქულის სხვაობით 58:51 დაწინაურდნენ.

მატჩის ბედი მეოთხე, დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. ,,მგზავრებმა’’ ანგარიში კაჰიმ რენსომის მიერ შესრულებული ორი საჯარიმოს შემდეგ მეორე წუთის ბოლოს გაათანაბრა 58:58. ამის შემდეგ თამაში გარდამ ავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ძირითადი დროის დასრულებამდე, დაახლოებით ორი წუთით ადრე სტუმართა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა კორი ალენმა ორქულიანით თანაგუნდელები ჯერ დააწინაურა 71:70, შემდეგ კი სამქულიანით ანგარიშში სხვაობა ოთხ ქულამდე გაზარდა 74:70. დარჩენილ დროში ,,ბათუმმა’’ ბესო ლეჟავას დსამქულიანით მხოლოდ ანგარიშში სახვაობის შემცირება შეძლო და გამარჯვება ,,მგზავრებს’’ დარჩა.

შეხვედრის ბომბარდირი 21 ქულით ,,ბათუმის’’ უკანახაზელი ბესო ლეჟავა გახდა. სტუმართა შორის 19-19 ქულით ყველაზე შედეგიანები კაჰიმ რენსონი და კორი ალენი იყვნენ.

,,ბათუმი’’- ,,მგზავრები’’ 73: 74

(13:17, 20:16, 25:18, 15:23)

სატურნირო მდგომარეობა შვიდი მაისისათვის:

სოხუმი 30 12 18 42

მგზავრები 30 11 19 41

ოლიმპი 30 11 19 41

ბათუმი 30 10 20 40

,,ოლიმპს’’ დაკლებული აქვს ერთი ქულა.

პირველი წრის მესამე ტურის შეხვედრათა განრიგი:

10 მაისი

თბილისის ოლიმპიური სასახლე

,,სოხუმი’’ - ,,ბათუმი’’ 14.00

,,მგზავრები’’-,,ოლიმპი’’ 16.00

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066895